ხშირად დასმული კითხვები: 


 

როგორ ხდება ამანათების გამოწერა და როგორ გამოვიყენოთ თქვენი ჩინეთის საწყობი?


აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე, რათა მოგენიჭოთ სპეციალური ოთახის ნომერი და მიიღოთ ვირტუალური მისამართით სარგებლობის უფლება. 


შემდგომ ეტაპზე, ნებისმიერი სასურველი საიტიდან ნივთის გამოწერისას, მისამართის ველში უნდა  მიუთითოთ რეგისტრაციისას მონიჭებული ოთახის ნომერი.  


რამდენ ხანში ჩამოდის ამანათები ჩინეთის საწყობიდან საქართველოში? 


ჩინეთის საწყობიდან საქართველოში ამანათის ჩამოსვლა დამოკიდებულია გადაზიდვის ტიპზე. საჰაერო გადაზიდვის შემთხვევაში ტვირთს მიიღებთ 3-5 დღის განმავლობაში, საზღვაო გადაზიდვის დროს კი 35-45 დღის პერიოდში. 

 

რა შემთხვევაში შეიძლება დაიგვიანოს ამანათებმა?


ამანათის დროული ტრანსპორტირება შეიძლება შეაფერხოს შემდეგმა ფაქტორებმა:


✔ სხვადასხვა მიზეზების გამო ფრენების გადადება/შეფერხება

✔ საბაჟო პროცედურების გავლისას გარკვეული შეფერხება

✔ ისეთი დღესასწაულები ჩინეთში, რომლებიც უქმე დღეებადაა გამოცხადებული


გამომიგზავნით თუ არა ტვირთს იმ შემთხვევაში თუ ვიმყოფები ჩინეთში?


დიახ, აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია, თუ დეკლარაციაში მიუთითებთ იმ პირის მონაცემებს, ვინც უნდა აიღოს გზავნილი.


როგორ ხდება ამანათის გადაფუთვა და რა ტიპის პროდუქციას ეხება ეს სერვისი?


გადაფუთვის სერვისი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა სახის ტვირთზე. მარტივად მსხვრევადი ნივთების შემთხვევაში ამანათის გადაფუთვა მოხდება მეტად საიმედოდ. 


თუ აღნიშნული მომსახურების მიღება არ გსურთ, ამანათის ჩინეთის მისამართზე მისვლამდე, დეკლარაციაში უნდა მონიშნოთ შესაბამისი გრაფა და დაამატოთ თრექინგ კოდი. 


რა ჯდება ამანათის ტრანსპორტირება და როგორ ითვლით მის წონას?


ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია ტვირთის ტიპზე - ფასი განსხვავებულია პირადი, კერძო თუ კორპორატიული გზავნილების შემთხვევაში. 


ფასები იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://amanatebi.ge/Prices.aspx


გზავნილის ღირებულების დათვლა ხდება ტვირთის რეალური წონის მიხედვით. აღნიშნული პრინციპი ეხება თითქმის ყველა სახეობის ტვირთს - გარდა იშვიათი და სპეციფიური გამონაკლისებისა. 


შედის თუ არა ნივთი გამონაკლისების სიაში შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენს ვებ-გვერდზე არსებულ ონლაინ დახმარების სერვისში, ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.  


როგორ ითვლება მოცულობითი წონა?


მოცულობითი წონის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად:


✔ სმ და კგ ერთეულებისთვის - სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000

✔ ინჩი და გირვანქა ერთეულებისთვის - სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 166 


მოცულობითი წონის გამოსათვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი კალკულატორით.


როგორ გადავიხადო ამანათის ტრანსპორტირების საფასური?


როგორც კი მითითებულ საკონტაქტო ნომერზე მიიღებთ შეტყობინებას, რომ თქვენი ამანათი ჩამოვიდა და შეგიძლიათ მისი გატანა, შედიხართ ექაუნთში, ნახულობთ ტრანსპორტირების ღირებულებას და ავსებ ბალანსს... 


ბალანსის შევსება შესაძლებელია როგორც ელექტრონული სახით, ასევე საბანკო გადარიცხვით!  


როგორ გავიგო თუ რამენს იწონის ნივთი მის ყიდვამდე?


ნივთის შეძენამდე მის ზუსტ წონას ვერ გაიგებთ. თუმცა, შეგიძლიათ გამყიდველს კითხოთ თუ რას იწონის გზავნილი მიახლოებით.   


როდის მოაქვს კურიერს ამანათი?


ამანათის მითითებულ მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებში - ტვირთის ჩამოსვლიდან მეორე დღეს. რეგიონებში კი 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. 


ამანათის სასურველ მისამართზე მისაღებად საჭიროა წინასწარ მონიშნოთ "კურიერის გამოძახების" სერვისი.


ჩემი ამანათი მივიდა ჩინეთის საწყობში მაგრამ არ ჩანს ჩემს ამანათების პანელში რატომ?


მიღებული გზავნილები ამანათების პანელში აისახება საწყობში მისვლიდან მეორე დღეს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ტვირთის ასახვა, დაამატეთ თრექინგი და დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან მიმართეთ ონლაინ დახმარების სერვისის ოპერატორს. 


გაითვალისწინეთ, რომ თუ გამომგზავნმა მოგაწოდათ თრექინგი, რომელშიც ურევია ლათინური ასოები, ამანათი გაიგზავნა სხვა ქვეყანაში და არა ჩვენს საწყობში. აუცილებლად  მოსთხოვეთ გამომგზავნს სწორი თრექინგი! 



ვერ გავიგე როდის შევიდა ჩემი ამანათი საწყობში, როდის გამოფრინდა, და როდის ჩამოვა, როგორ გავიგო?


ამანათების პანელში ასახულ ტვირთს მითითებული აქვს საწყობში შესვლის, გამოფრენის და ჩამოსვლის თარიღები. ამას გარდა, თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და ელ-ფოსტაზე აუცილებლად მიიღებთ შეტყობინებას ყოველ ჯერზე - გზავნილის საწყობში შესვლისას, გამოფრენისას და ჩამოსვლისას. 

 

რატომ უნდა დავადეკლარირო ამანათი?


საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამანათის წინასწარ დეკლარირება აუცილებელია, რათა საბაჟო პროცედურების გავლის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები. დაუდეკლარირებელი ამანათები, საქართველოს საზღვარზე შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ, 30 დღის ვადაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა! ვადის ამოწურვის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცემა სახელმწიფოს.


გაითვალისწინეთ, რომ თუ გზავნილის ღირებულება 300 ლარზე ან 30 კილოგრამზე მეტია, მას უწევს განბაჟება. 


რა სახის ნივთების გამოგზავნა არ შეიძლება საჰაერო ტრანსპორტით, ან როგორ გავიგო შეიძლება თუ არა?


საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა: 


✔ რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები

✔ საბანკო და საკრედიტო ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები

✔ საკვები პროდუქცია

✔ ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები)

✔ მიწა და ნერგები მიწით

✔ პორნოგრაფიული სახის პროდუქცია

✔ ცოცხალი ცხოველები, ფიტულები, ძვლები, ბეწვი

✔ ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი, ე.წ. "ბიო", არომატიზატორი

✔ ფსიქოტროპიული ნივთიერებები 

✔ წამლები (10 შეკვრაზე მეტი)

✔ მცენარეები (1 კილოგრამზე მეტი)

✔ მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი)

✔ ცეცხლსასროლი და პნევმატური (airsoft) იარაღები და აქსესუარები

✔ საბეჭდი მასალა, ფილმები, ფოტო, LPs, კინემატოგრაფიული ფილმები, აუდიო და ვიდეო კასეტები, CD

✔ ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი ქვები, სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები

✔ ალკოჰოლური სასმელების

✔ თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები

✔ ფარმაცევტული პროდუქცია

✔ ანტიკვარული ნივთები


აღსანიშნავია, რომ სუნამოებზე შეზღუდვა არ ვრცელდება!