ჩვენ შესახებ

შ.პ.ს "ამანათს" ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს როგორც კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით.

ხარისხიანი მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და უმოკლეს ვადაში მიღებული ამანათი ჩვენი მთავარი უპირატესობაა!


"ამანათი" გთავაზობთ:

✔ სხვადასხვა ვებ-გვერდიდან გამოწერილი ამანათების ტრანსპორტირება ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში
✔ კერძო პირების გზავნილების ტრანსპორტირება
✔ მცირე და დიდი ზომის ტვირთების გადაზიდვა
✔ საჰაერო ტრანსპორტირება (ტრანსპორტირების პერიოდი - 3-14 დღე)
✔ საზღვაო გადაზიდვა (ტრანსპორტირების პერიოდი - 35-45 დღე)
✔ უფასო კონსულტაცია
✔ საბაჟო მომსახურება
✔ კონკურენტული ფასი
✔ გადაფუთვის სერვისი (ჩინეთი)
✔ ამანათების დაზღვევა
✔ ადგილზე მიტანის სერვისი


*მოცულობით წონაზე დეტალების დასაზუსტებლად, მოგვწერეთ: info@amanati.ge