ბოლო განახლება: 8 მაისი, 2025 წ.
განახლდა: 1.1, 2.7, 4.10, 6.1, 8.6, 11.3, 11.4



ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულება:

ერთის მხრივ შპს „ამანათი“, შემდგომში ექსპედიტორი კომპანია, ვებ-გვერდი: amanati.ge, ტელ: + 995 32 242 47 37 მისამართი: ქ. თბილისი, ბოჭორმის ქ. 8 და მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „ამანათის“-ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის ხუთნიშნა ნომერი. რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „ამანათის“ მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:


1. ხელშეკრულების საგანი

1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საბერძნეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში), შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.
1.2 კომპანია „ამანათი“-ს ვებ-გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. მომსახურების პირობები საჯაროა. კომპანია „ამანათი“-ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.


2. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონა და გადახდა

2.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების ჯამური წონიდან, რეისის ჩამოსვლის დღისთვის არსებული თიბისი ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში. ფასები დეტალურად იხილეთ ბმულზე: http://amanati.ge/Prices.aspx , თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ წონას, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.
2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ amanati.ge-ს ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების გაცემა/დარიგებისას შეფერხებას.
2.3 წონის დამრგვალება არ ხდება (მხოლოდ პირველ 100 გრამამდე).
2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთების ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღეში. ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო 1ლ/კგ-ზე.
2.5 შემკვეთი, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.
2.6 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.
2.7 იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთში, საბერძნეთში ან ამერიკაში მიღებული ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა 10კგ-ს აჭარბებს, კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს ამანათის/ტვირთის გამოგზავნა საავანსო თანხის ჩარიცხვამდე.


3. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი

3.1 გადაფუთვის სერვისი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა სახის ნივთზე, რომელიც არ არის დაზიანებადი.
3.2 არ ხდება რამოდენიმე გზავნილის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე ყუთში.
3.3 არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება, ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.
3.4 არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.


4. შემკვეთი ანუ მომხმარებელი ვალდებულია:

4.1 რეგისტრაციისას აუცილებელია ექსპედიტორმა პერსონალური მონაცემები სწორად შეავსოს. მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ოთახის ნომერი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
4.2 ამანათის სწორად დეკლარირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
4.3 გზავნილის დეკლარირება უნდა მოხდეს დროულად - მას შემდეგ, რაც ტვირთი აისახება პირად კაბინეტში.
4.4 დეკლარაციაში ნივთის ღირებულება და დასახელება მითითებული უნდა იქნას სწორად. საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას.
4.5 თუ მომხმარებელს სურს, რომ ამანათი იმ შემთხვევაშიც განბაჟდეს, თუ მისი წონა არ აღემატება 30 კგ-ს, ხოლო ღირებულება 300 ლარს - პანელში უნდა მონიშნოს „განბაჟება“.
4.6 საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას, შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
4.7 ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
4.8 შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.
4.9 შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება.
4.10 შემკვეთი ვალდებულია, 30 კალენდარული დღის განმავლობაში მოიკითხოს ამანათი, რომელიც მიტანილად ფიქსირდება შპს "ამანათის" ჩინეთის, საბერძნეთის ან ამერიკის საწყობში და არ აქვს ასახული პირად კაბინეტში.


5. საკურიერო მომსახურება

5.1 ამანათის მითითებულ მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებში.
5.2 სტანდარტული საკურიერო მომსახურება ფასიანია და ფასი განისაზღვრება წონის მიხედვით.
5.3 ექსპრეს საკურიერო მომსახურება ფასიანია და ფასი განისაზღვრება წონის მიხედვით.
5.4 რეგიონებში გაგზავნის სერვისი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
5.5 ამანათის სასურველ მისამართზე მისაღებად საჭიროა წინასწარ მონიშნოთ „კურიერის გამოძახების“ სერვისი. თუ ამანათი არ არის ჩამოსული, ან ჯერ არ გახლავთ საფასური გადახდილი, კურიერის გამოძახება არ მოხერხდება.
5.6 თუ მომხმარებელს სურს ამანათის სხვა მისამართზე მიღება, კურიერის გამოძახებამდე პირად ანგარიშში უნდა შეცვალოს მისამართი.
5.7 კურიერს ამანათი მიაქვს მხოლოდ ერთხელ.
5.8 კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე.
5.9 მისამართზე მოსვლამდე კურიერი გიკავშირდებათ 10-15 წუთით ადრე მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს საწყობში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი, ან თავიდან გააქტიუროს სასურველი სერვისი. ასეთ შემთხვევაში გადახდილი საკურიერო მომსახურების საფასური მომხმარებელს არ აუნაზღაურდება.
5.10 ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (პიროვნება, რომლის სახელი და გვარი აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. ქსეროასლი არ მიიღება. იმ შემთხვევაში თუ ამანათს იბარებს სხვა, მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები, მაშინ საჭირო იქნება ასევე იმ პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი ვინც უშუალოდ ჩაიბარებს ამანათს.
5.11 ამანათის ოფისიდან გატანის სურვილის შემთხვევაში, არ უნდა ქონდეს კურიერის გამოძახება ჩართული.
5.12 ამანათის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით ქაღალდის ბლანკზე.
5.13 საკურიერო სერვისი რეგიონებში მოქმედებს სამუშაო დღეების განმავლობაში. რეგიონალური საკურიერო მომსახურება სრულდება მომხმარებლის მოთხოვნით ამანათების მართვის გვერდიდან.
5.14 რეგიონალური საკურიერო მომსახურების განხორციელებისთვის, აუცილებელია წინასწარ ყველა გადასახდელი ინვოისის გადახდა.
5.15 ამანათის გადაცემა მესამე პირზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია წარადგინოს: როგორც ამანათის მიმღების, ასევე გამტანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, მიიღება ასევე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.


6. ავია რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი

6.1 ჩინეთის და საბერძნეთის საწყობი მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ამერიკის საწყობი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით . რეისები იგზავნება ჩინეთიდან კვირაში 3-ჯერ, საბერძნეთიდან კვირაში 1-ჯერ, ამერიკიდან კვირაში 2-ჯერ.
6.2 ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 3-14 დღეს.
6.3 ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი აისახება პირად კაბინეტში თბილისში ტვირთის ჩამოფრენისას.
6.4 აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებში.


7. ფილიალში ამანათის მიღების პირობები

7.1 ამანათის გასატანად საჭიროა თვითმომსახურების ტერმინალში შეიყვანოთ QR ან შვიდნიშნა კოდი;
7.2 QR და შვიდნიშნა კოდებს მიიღებთ SMS-ის და ელ.ფოსტის საშუალებით, კომპანიის ბაზაში არსებულ საკონტაქტო მონაცემებზე, რეისის ჩამოსვლის დროს;
7.3 QR და შვიდნიშნა კოდების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია! კოდების მესამე პირისთვის გადაცემის/გამჟღავნების შემთხვევაში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას გაცემულ ამანათებზე;
7.4 QR და შვიდნიშნა კოდების დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს შპს „ამანათს“ აღნიშნული და დააბლოკინოს კოდები;
7.5 კოდის დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ახალი კოდი ჩვენს ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე;
7.6 თვითმომსახურების ტერმინალით ამანათების გასატანად აუცილებელია ტრანსპორტირების საფასური სრულად იყოს დაფარული;
7.8 აუცილებელია ყველა ჩამოსული ამანათი ერთად იყოს გატანილი. ამანათების Tracking number-ის მიხედვით გაყოფა არ ხდება;
7.9 ამანათის მისაღებად არ არის საჭირო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
7.10 განსაბაჟებელი ამანათის გატანა შესაძლებელია მხოლოდ მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში;


8. ამანათის დაზღვევა / ანაზღაურება

8.1 აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.
8.2 ამანათის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას.
8.3 დაზღვევა მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ ტვირთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას. ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ორიგინალი ინვოისის წარდგენის შემდეგ!
8.4 ანაზღაურება არ მოხდება თუ ამანათი დაზიანებული მივიდა საწყობში.
8.5 ანაზღაურება არ მოხდება იმ შემთხვევაშიც თუ მომხმარებლის სახელი-გვარი და ოთახის ნომერი არ ემთხვევა ერთმანეთს.
8.6 მომსახურება ეხება მხოლოდ ჩინეთის, საბერძნეთის ან ამერიკის საწყობში მისვლის შემდეგ დაზიანებულ ტვირთს.
8.7 მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
8.8 ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითჲთებულ თანხას.
8.9 ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურდება რეისის ჩამოფრენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
8.10 მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მიტანის დამადასტურებელი დოკუმენტი საფოსტო კომპანიების ვებ-გვერდებიდან. ანაზღაურება მოხდება ორიგინალი მიტანის დამადასტურებელი დოკუმენტის (Proof of Delivery) წარდგენიდან 30 დღის ვადაში.


9. განბაჟება

9.1 დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
9.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.
9.3 სავალდებულოა შპს ამანათის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა განბაჟების პროცედურების დაწყებამდე.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას შპს ამანათს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.


10 პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

10.1 იხილეთ "კითხვებში" პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
10.2 იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ-მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება შპს ამანათისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.


11. სხვა შეზღუდვები და პირობები

11.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე და ბლოგის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის ან ბლოგის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.
11.2 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც amanati.ge-ს ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.
11.3 შპს ამანათი არ იღებს პასუხისმგებლობას ჩინეთიდან, საბერძნეთიდან და ამერიკიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და სასაწყობე მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.
11.4 ჩინეთის, საბერძნეთის და ამერიკის საწყობში მიღებული ამანათი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება, ჩაითვლება უპატრონო ამანათად. უპატრონო ამანათს კომპანია 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეინახავს საწყობში. აღნიშნულ ვადაში ამანათის მოუკითხაობის შემთხვევაში, უპატრონო ამანათი ექვემდებარება განკარგვას კომპანიის შეხედულებისამებრ. ამასთან, კომპანია თავისუფლდება ყველანაირი პასუხიმგებლობისა და ანაზღაურების ვალდებულებისგან.
11.5 შპს ამანათი ვალდებულებას იღებს მომხმარებელთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.
11.6 შპს ამანათი უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
11.7 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
11.8 ოთახის ნომერი, რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არა-აქტიურად და რეგისტრაციიდან 36 თვის შემდეგ გაუქმდება.
11.9 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
11.10 შპს ამანათი უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
11.11 მომხმარებლის სახელი, გვარის და პირადი ნომრის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.
11.12 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.