ხშირად დასმული კითხვები: 


 

როგორ ხდება ამანათების გამოწერა და როგორ გამოვიყენოთ თქვენი ჩინეთის და ამერიკის საწყობი?


აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე, რათა მოგენიჭოთ სპეციალური ოთახის ნომერი და მიიღოთ ვირტუალური მისამართით სარგებლობის უფლება. 


შემდგომ ეტაპზე, ნებისმიერი სასურველი საიტიდან ნივთის გამოწერისას, მისამართის ველში უნდა  მიუთითოთ რეგისტრაციისას მონიჭებული ოთახის ნომერი.  


რამდენი დღე არის საჭირო ტრანსპორტირებისთვის? 


საქართველომდე ტრანსპორტირებისთვის საჭიროა 3-14 დღემდე. 

 

რა შემთხვევაში შეიძლება დაიგვიანოს ამანათებმა?


ამანათის დროული ტრანსპორტირება შეიძლება შეაფერხოს შემდეგმა ფაქტორებმა:


✔ ფრენების გადადება/შეფერხება

✔ საბაჟო პროცედურების გავლისას გარკვეული შეფერხება

✔ უქმე/სადღესასწაულო დღეები ჩინეთსა და ამერიკაში


გამომიგზავნით თუ არა ტვირთს იმ შემთხვევაში, თუ ვიმყოფები ჩინეთში ან ამერიკაში?


დიახ, აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია, თუ დეკლარაციაში მიუთითებთ იმ პირის მონაცემებს, ვინც უნდა აიღოს გზავნილი.


როგორ ხდება ამანათის გადაფუთვა და რა ტიპის პროდუქციას ეხება ეს სერვისი?


გადაფუთვის სერვისი მოქმედებს ყველა სახის ტვირთზე, რომელიც არ არის მსხვრევადი. 
გადაფუთვის სერვისი მოქმედებს მხოლოდ ჩინეთის საწყობში.


რა ჯდება ამანათის ტრანსპორტირება და როგორ ითვლით მის წონას?


ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია ტვირთის ტიპზე. ფასი განსხვავებულია პირადი, კერძო და კორპორაციული გზავნილების შემთხვევაში. 


ფასები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://amanati.ge/Prices.aspx


ჩინეთიდან გზავნილის ღირებულების დათვლა ძირითადად ხდება ტვირთის რეალური წონის მიხედვით. აღნიშნული პრინციპი ეხება თითქმის ყველა სახის ტვირთს, იშვიათი და სპეციფიკური გამონაკლისების გარდა. ხოლო, ამერიკიდან გზავნილი, რომლის მოცულობითი წონა თავის რეალურ წონას 2 კგ-ზე მეტით აღემატება, ითვლება მოცულობითი წონით.


შედის თუ არა ნივთი გამონაკლისების სიაში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენს ვებ-გვერდზე არსებულ ონლაინ დახმარების სერვისში, ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
ამანათის წონა მრგვალდება პირველ 100 გრამამდე.
 


როგორ ითვლება მოცულობითი წონა?


მოცულობითი წონის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად:


✔ სმ და კგ ერთეულებისთვის - სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000


მოცულობითი წონის გამოსათვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი კალკულატორით.


როგორ გადავიხადო ამანათის ტრანსპორტირების საფასური?


როდესაც მითითებულ საკონტაქტო ნომერზე მიიღებთ შეტყობინებას თქვენი ამანათის ჩამოსვლის შესახებ, შედიხართ ექაუნთში, ნახულობთ ტრანსპორტირების საფასურს და ავსებთ ბალანსს ნებისმიერი ბანკის ბარათით, საკომისიოს გარეშე. 


ბალანსის შევსება შესაძლებელია ელექტრონული სახით (ჩვენი ვებ-გვერდიდან ან TBCPAY.GE-ს ვებ-გვერდიდან), საბანკო გადარიცხვით და TBCPAY-ს ტერმინალებიდან.  


შემიძლია თუ არა გავიგო ნივთის წონა მის შეძენამდე?


ნივთის წონის დასაზუსტებლად უნდა მიმართოთ გამყიდველს, ჰკითხოთ Shipping weight და Volume weight, რის მიხედვითაც განსაზღვრავთ ნივთის მიახლოებით წონას.   


რა არის თვითმომსახურების ტერმინალი და როგორო გამოვიყენო?


თვითმომსახურების ტერმინალი მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს და გაგიმარტივებთ ამანათის გატანის პროცესს.

ტერმინალით სარგებლობის ინსტრუქცია და პირობები:

● ამანათის გასატანად საჭიროა თვითმომსახურების ტერმინალში შეიყვანოთ QR ან შვიდნიშნა კოდი;
● QR და შვიდნიშნა კოდებს მიიღებთ SMS-ის და ელ.ფოსტის საშუალებით, კომპანიის ბაზაში არსებულ საკონტაქტო მონაცემებზე, რეისის ჩამოსვლის დროს;
● QR და შვიდნიშნა კოდების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია! კოდების მესამე პირისთვის გადაცემის/გამჟღავნების შემთხვევაში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას გაცემულ ამანათებზე;
● QR და შვიდნიშნა კოდების დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს შპს „ამანათს“ აღნიშნულის შესახებ და დააბლოკინოს კოდები;
● კოდის დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ახალი კოდი ჩვენს ოფისში პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე;
● თვითმომსახურების ტერმინალით ამანათების გასატანად აუცილებელია ტრანსპორტირების საფასური სრულად იყოს დაფარული;
● აუცილებელია ყველა ჩამოსული ამანათი ერთად იყოს გატანილი. ამანათების Tracking number-ის მიხედვით გაყოფა არ ხდება;
● ამანათის მისაღებად არ არის საჭირო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
● განსაბაჟებელი ამანათის გატანა შესაძლებელია მხოლოდ მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში;


როდის მოაქვს კურიერს ამანათი?


ამანათის მითითებულ მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებში.

თბილისის მასშტაბით მოქმედებს სტანდარტული და ექსპერს საკურიერო მომსახურება.

რეგიონებში მიწოდების სერვისი.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://amanati.ge/Services.aspx?key=COURIERSERVICE  


ამანათის სასურველ მისამართზე მისაღებად საჭიროა გაააქტიუროთ სასურველი მომსახურება "კურიერის გამოძახების" ღილაკით.


ჩემი ამანათი მივიდა საწყობში, მაგრამ არ ჩანს ჩემს პირად კაბინეტში. რატომ?


მიღებული გზავნილები პირად კაბინეტში აისახება საწყობში მისვლიდან მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ტვირთის ასახვა, დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან მიმართეთ ონლაინ დახმარების სერვისის ოპერატორს. 


 



როგორ გავიგო როდის შევიდა ჩემი ამანათი საწყობში, როდის გამოფრინდა, და როდის ჩამოვა?


პირად კაბინეტში ასახულ ტვირთს მითითებული აქვს საწყობში შესვლის, გამოფრენის და ჩამოსვლის თარიღები. ამას გარდა, თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებებს გზავნილის საწყობში შესვლისას, გამოფრენისას და ჩამოსვლისას. 

 

რატომ უნდა დავადეკლარირო ამანათი?


საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამანათის წინასწარ დეკლარირება აუცილებელია, რათა საბაჟო პროცედურების გავლის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები. დაუდეკლარირებელი ამანათები, საქართველოს საზღვარზე შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 30 დღის განმავლობაში, ვადის ამოწურვის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცემა სახელმწიფოს.


გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, განბაჟებას ექვემდებარება ამანათი/ამანათები, თუ 1 რეისზე:

1) ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 ლარს (თვითღირებულებით);
2) წონა შეადგენს ან აღემატება 30 კილოგრამს;
3) ერთგვაროვანი ნივთებია. 


რა სახის ნივთების გამოგზავნა არ შეიძლება საჰაერო ტრანსპორტით, ან როგორ გავიგო შეიძლება თუ არა?


საფოსტო გზავნილით აკრძალულია შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა: 


✔ რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები

✔ საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები

✔ საკვები პროდუქცია

✔ ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები)

✔ მიწა და ნერგები მიწით

✔ პორნოგრაფიული სახის პროდუქცია

✔ ცოცხალი ცხოველები, ფიტულები, ძვლები, ბეწვი

✔ ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი, ე.წ. "ბიო", არომატიზატორი

✔ ფსიქოტროპიული ნივთიერებები 

✔ წამლები (10 შეკვრაზე მეტი)

✔ მცენარეები

✔ მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი)

✔ დანები, ცეცხლსასროლი და პნევმატური (airsoft) იარაღები და მათი ნაწილები(ნებისმიერი სახის იარაღი, მათ შორის სათამაშო)

✔ მშვილდი, არბალეტი

✔ ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ძვირფასი სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები

✔ ალკოჰოლური სასმელები

✔ თამბაქო, თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, ელექტრო სიგარეტები და მისი ნაწილები

✔ ფარმაცევტული პროდუქცია

✔ ანტიკვარული ნივთები


გთხოვთ გაითვალისწინოთ, ავიაკომპანიის მხრიდან აკრძალულია ნებისმიერი სახის სითხის და ფხვნილის შემცველი პროდუქციისა, მცენარეებისა, ლეპტოპის ელემენტებისა და უწყვეტი დენის წყაროების (PowerBank) ტრანსპორტირება!